|
2018-09-26 21:20:52, 2111 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ენერგეტიკის სექტორის რეფორმის შედეგად საქართველოს რეგიონალური ენერგოჰაბის როლი გაძლიერდება
ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა უძღვებოდა. რეფორმის მხარდამჭერი პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დაფინანსებით ხორციელდება და საქართველოს ენერგეტიკის სექტორში „ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში" გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებასა და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებას ისახავს მიზნად. პროექტი 4-წლიანია და ითვალისწინებს საქართველოსთვის საბიუჯეტო დახმარების გამოყოფას 74 მლნ ევროს ფარგლებში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას და ამ პროცესში დონორების და ფინანსური ინსტიტუტების დახმარების მნიშვნელობას. მისი თქმით, რეფორმა ელექტროენერგეტიკისა და გაზის სექტორში თავისუფალ და კონკურენტულ ბაზარს ჩამოაყალიბებს, რაც ინვესტორებს მისცემს მეტ გარანტიებს, გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და განამტკიცებს ენერგოსისტემის საიმედოობას. ნათია თურნავას განცხადებით, რეფორმების განხორციელების შედეგად კონკურენციის ხელშეწყობით და ლიკვიდურობის ზრდით მოხდება მომხმარებლისათვის უწყვეტი, მაღალი ხარისხის და სამართლიანი ფასის მქონე ენერგიის მიწოდება. მისი თქმით, ასევე მოხდება ვაჭრობის განვითარება მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან და საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის როლის გაძლიერება, ასევე ენერგოეფექტური ღონისძიებების წახალისება, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება და სხვ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წლის ბოლომდე გეგმავს ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას, ელექტროენერგეტიკის ბაზრის დიზაინის პროექტის მიღებას და მთავრობისთვის წარდგენას, ასევე განახლებადი ენერგიების კანონპროექტის, განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმის და ენერგოეფექტურობის კანონპროექტის მომზადებასა და განსახილველად გადაგზავნას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)