|
2018-09-26 20:51:38, 2163 ნახვა
კომენტარი
ბესელია სარალიძეს: ვაფრთხილებ, ზღვარს ნუ გადადის! ყველაფერს აქვს საზღვარი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. როგორც ბესელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სარალიძე "ყველა ზღვარს გადადის". "უპასუხოდ ვერ დავტოვებ TV 1- ში ზაზა სარალიძის დღეს გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებას. ეს ცდება არა მხოლოდ კანონის ფარგლებს, არამედ მორალურ ზღვარსაც. სწორედ მორალური ბოჭვის გამო სამართლებრივად არ მოვთხოვ პასუხს, მაგრამ უპასუხოდაც არ დავტოვებ", - წერს პოლიტიკოსი. ბესელია დაინტერესდა, სად იყო ზაზა სარალიძე მაშინ, როდესაც უდანაშაულო პატიმრების გასათავისუფლებლად აქციები იმართებოდა. "ამ სისაძაგლეს ხომ სხვებიც უსმენენ და ამიტომაც ვპასუხობ. შემიძლია გავიგო სხვისი განცდა და ტკივილი, ვუთანაგრძნო, მესმოდეს რას გრძნობს ამ ტკივილის დროს და ადამიანურად ვუთანაგრძნო, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ შვილის ტკივილი იცი რა არის, სხვის შვილებს არ უნდა დაესხა თავს. უკვე გასაგებია "ძველი დრო" დღეს რატომ ინატრა ზაზა სარალიძემ ( ანგარიშსწორებისთვის),მაგრამ იმ ძველ დროში რომ არ დარჩენილიყო ჩვენი ქვეყანა ამას ვეწირებოდით ჩვენც და ჩვენი ოჯახებიც. ჩემს შვილს რომ ახსენებს სარალიძე, კითხოს მის პოლიტიკურ მეგობრებს, დღეს რომ ახლოს ჰყავს, რისთვის დააპატიმრეს ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი და ძმა 2009 წელს? არ ახსოვს? შევახსენებ, ჩემთან ანგარიშსწორებისთვის და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების გამო. და იცის რომელი მუხლით? იმ მუხლით, თავად რომ ბევრჯერ დაარღვია უკვე, (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მაშინ როდესაც ამ ორი უდანაშაულო ადამიანის საქმე სასამართლოში იხილებოდა და პირველად სასამართლოს ისტორიაში, სკოლის მოსწავლეს, არასრულწლოვანს ამ მუხლით, რომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სად იყო ზაზა სარალიძე?? აქციები რომ იმართებოდა უმარავი უკანონო პატიმრის გასათავისუფლებლად მაშინ სად იდგა ნეტა?? რაც შეეხება პროკურორ ფხაკაძეს, არასოდეს დავიცავ პროკურორ ფხაკაძეს! არასოდეს! მის დაკითხვაზე არ ვიყავი რადგან საქართველოში არ ვიყავი. დიახ, ის იყო ერთ ერთი პროკურორი ჩემი ოჯახის პოლიტიკურ სასამართლო პროცესზე და იმ სასამართლომ და შემდეგმა ყველა სასამართლომ, თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ჩემს უდანაშაულო შვილს და ძმას .პოლიტიკური სასჯელი დაადეს ჩემს გამო. არ დათანხმდენ საპროცესო შეთანხმებას და არ დაიბრალეს ის რაც არ ჩაუდენიათ. ჩემი უდანაშაულო ძმა ერთი წელი უმძიმეს პირობებში ყავდათ ციხეში და ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი 2 წელი დევნაში და ტერორში.... მათი გათავისუფლება მოხდა საერთაშორისო ზეწოლით 2 წლის მერე ... ერთი დოკუმენტი დადოს ვინმემ საწინააღმდეგო! განაჩენი ამოიღოს სარალიძემ , ყველგან დევს ეს ინფორმაცია და ჩაიხედოს... წაიკითხოს და მერე ინატროს ძველი დრო....ეს საქმე ყველამ იცის ვინც მაშინ მიშას მზეს არ იფიცებდა ! ვაფრთხილებ ზღვარს ნუ გადადის... ყველაფერს აქვს საზღვარი..."- წერს ეკა ბესელია.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)