|
2018-09-26 20:47:01, 2028 ნახვა
კომენტარი
სარალიძე: ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, დაგვიდექით გვერდით, რომ ეს მკვლელები ქვეყანას მოვაშოროთ
„ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, დაგვიდექით ყველა გვერდით, რათა ეს მარაზმი კობახიძეები დავასრულოთ ამ ქვეყანაში“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სარალიძემ აღნიშნა, ცდილობდა აქცია აპოლიტიკური ყოფილიყო, თუმცა ხელისუფლებამ ამის საშუალება არ მისცა. „მთელი ცხრა თვის განმავლობაში ერთი და იგივე მესმის, რომ პოლიტიკურად მართულია ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი. დღემდე ვცდილობდი, აპოლიტიკური ყოფილიყო ეს აქციები, მაგრამ მთელმა ხელისუფლებამ თავად გადაიტანა პოლიტიკურად ეს და გვდევნიან. პოლიტიკამ მოუკლა მალხაზ მაჩალიკაშვილს შვილი, პოლიტიკოსები აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს ხელს. მე ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდით, იმიტომ რომ ეს მკვლელები უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას. გთხოვთ, როგორც შვილმოკლული მამა, დაგვიდექით ყველა გვერდით, რათა ეს მარაზმი კობახიძეები დავასრულოთ ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ცნობისთვის, პარლამენტთან გამართულ ბრიფინგაზე, „ქარონიკა+“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია პოლიტიკური ხდება. მან პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტთან მისვლისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)