|
2015-06-08 14:26:05, 447 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე ეროვნული ბანკის გაუქმებისა და ლარის ფიქსირებული კურსის შემოღების ინიციატივით გამოდის
"ახალი პოლიტიკური ცენტრი" ეროვნული ბანკის გაუქმებისა და მის ნაცვლად, სავალუტო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. "ახალი პოლიტიკური ცენტრის" წარმომადგენლების განცხადებით, ახალ უწყებას ეროვნულ ბანკზე გაცილებით შეზღუდული ფუნციები უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, მათი წინადადებაა, ლარი აღარ იყოს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება და მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეთ, ეკონომიკურ საქმიანობაში ის ვალუტა გამოიყენონ, რომელსაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. "ახალ პოლიტიკური ცენტრში" მიიჩნევენ, რომ ლარის კურსი უნდა იყოს ფიქსირებული დოლართან, ევროსთან, ან ამ ვალუტების კალათასთან მიმართებაში. ამ ინიციატივებზე პარლამენტში ბრიფინგი დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ გამართა. "რეფორმის შედეგად მივიღებთ იმას, რომ ლარის გაუფასურების რისკები დავა ნულამდე. მოქალაქეებს აღარ გაუძვირდებათ უცხოურ ვალუტაში გამოტანილი სესხი და აღარ გაუუფასურდებათ ლარში გაკეთებული დანაზოგი, ხოლო, ვისაც აქვთ ფიქსირებული ხელფასი ლარში, აღარ შეუმცირდებათ შემოსავალი, დაიკლებს საპროცენტო განაკვეთები საბანკო სესხებზე, ვეღარ მოხდება მთავრობის მხრიდან პროდუქტებზე ხელოვნურად ფასების ზრდა, ხელი შეეწყობა ინვესტიციების შემოსვლას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისივე თქმით, შექმნილი სავალუტო კრიზისის ფონზე, მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საუბარი გიორგი ქადაგიძის პასუხისმგებლობაზე უკიდურესად საშიშია, რაც დარტყმას აყენებს ფინანსურ სისტემას, აფრთხობს ინვესტორებს და აძლიერებს არასტაბილურობის განცდას. ამასთან, ჯაფარიძის აზრით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მომავალი წლის თებერვალში, როდესაც გიორგი ქადაგიძეს ვადა ამოეწურება, "ქართული ოცნება" შეეცდება პირდაპირ მართული პრეზიდენტი აირჩიოს ეროვნულ ბანკში, რაც საბოლოოდ ჩამოშლის ეროვნულ ვალუტას.
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)