13:15 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 16:31:06, 2122 ნახვა

ეკონომიკა
Commerzbank-მა თიბისი ბანკი ვაჭრობის ფინანსირებაში გამორჩეული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა

თიბისი ბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც ვაჭრობის ფინანსირების სფეროში გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკისგან -  Commerzbank ჯილდო მიიღო. აღიარება თიბისი ბანკს Commerzbank-მა აღნიშნულ სფეროში მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და გამორჩეული პარტნიორობისთვის გადასცა.

 „მოხარული ვართ, რომ თიბისი ბანკმა აღიარება  ისეთი საერთაშორისო დონის ფინანსური ინსტიტუტისგან მიიღო, როგორიცაა Commerzbank-ი. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი ბანკის მოწინავე პოზიციებს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში და ხაზს უსვამს ამ ორი ინსტიტუტის წარმატებულ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და ერთად არაერთ პროექტს განვახორციელებთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 თიბისი ბანკი  ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით მსოფლიოს მაშტაბით ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და  ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, წლების განმავლობაში, თიბისი ბანკმა საკუთარ მომხმარებელს არაერთი პროდუქტი შესთავაზა. ვაჭრობის ფინანსირების სფეროში ბანკს მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა - ADB, EBRD, Global Finance.

 Commerzbank-ი, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს წარმოადგენს, თიბისი ბანკის უძველესი პარტნიორია ვაჭრობის ფინანსირების სფეროში. პირველი საერთაშორისო ტრანზაქცია ბანკებმა 1999 წელს განახორციელეს და მას შემდეგ მომხმარებელს ერთობლივად არაერთი პროექტი შესთავაზეს.

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics