|
2018-09-24 16:43:54, 2530 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: საქართველო უნდა გახდეს ენერგობაზრისა და ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონული ჰაბი
ენერგეტიკის დარგში არსებული კანონმდებლობის რევიზიისა და ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით სასტუმრო „რუმსში" ჩატარდა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირის ეგიდით მუშაობს ენერგეტიკული ბაზრის კონცეფციის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების საკითხებზე. ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტრო, რა თქმა უნდა, აქტიურად არის ჩართული. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ ახალი ბაზრის კონცეფციის განხილვას ეძღვნებოდა" - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ნათია თურნავამ. მისი თქმით, ეს კონცეფცია ითვალისწინებს ბაზრის გახსნილობას და კონკურენტულობას. „საქართველო გარდაიქმნება რეგიონულ ჰაბად სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკული ვაჭრობისა და ენერგობაზრის თვალსაზრისით. აქ თავისუფლად იქნება შესაძლებელი ელექტროენერგიით ვაჭრობა მთელი რეგიონის მასშტაბით, რომ ჩამოყალიბდეს ობიექტური, კონკურენტული ფასი და უფრო მეტად იყოს დაცული მომხმარებელი, რადგან კონკურენცია ყოველთვის ბადებს უფრო ოპტიმალურ ფასს და მეტ ხარისხს. ეს მომენტები იქნება სწორედ ამ რეფორმაში გათვალისწინებული" - აღნიშნა თურნავამ. „რუმსში" გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)