|
2015-06-08 13:04:03, 358 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუმა სრული კრახი განიცადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ღარიბაშვილის თქმით, მისთვის შემაშფოთებელია, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირის გასამართლება ვერ ხდებოდა. „ჩვენ ვიხილეთ, რომ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტმა სრული კრახი და კოლაფსი განიცადა. ვალდებული ვართ, რომ ამას გადავხედოთ და გამოვასწოროთ ის ხარვეზი, რაც არსებობს. სახელმწიფომ ეს უნდა უზრუნველყოს, როგორ და რა მეთოდებით ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა 13-საათიანი მსჯელობის შემდეგ ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. ნაფიც მსაჯულთა 12-კაციანი შემადგენლობიდან ვერდიქტის გამოსატანად 8 ხმა იყო საჭირო. ამის შემდეგ მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს ჩანიშნა. ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობა ვერდიქტის გამოტანა თუ ვერ შეძლო გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)