|
2018-09-22 14:05:43, 1609 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს დაფუძნებული დედაქალაქში
„ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ყოველდღიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის, რაც შეუძლებელია, პრაქტიკულად, იმ პირობებში, როდესაც მთავრობა არის ერთ ქალაქში და პარლამენტი მეორე ქალაქში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძემ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც მმართველმა გუნდმა პარლამენტის თბილისში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ასეთი არგუმენტი ბევრია. „იყო დისკუსია გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით. დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა პარლამენტის თბილისში გადმოტანას და ეს გახდა საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიზეზი. არგუმენტი არის მრავალი, მათ შორის, ისიც, რომ პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას ნამდვილად წაადგება ერთ შენობაში მისი არსებობა, პარლამენტის სასახლე არ არის მარტო სამუშაო ადგილი, ერთგვარი ოფისი პარლამენტისთვის. ეს არის მისი ერთერთი სიმბოლო და შესაბამისად, პარლამენტის იდენტობის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს ერთი სასახლე და მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს დაფუძნებული დედაქალაქში. ჩვენ გვქონდა თავიდანვე ამაზე საუბარი. საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ, ვადებზე და საბოლოო ჯამში, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შევჯერდით იმაზე, რომ პარლამენტი გადმოვა უკვე 1 იანვრიდან თბილისში. არის არაერთი არგუმენტი, მათ შორის, ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ყოველდღიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის, რაც შეუძლებელია, პრაქტიკულად, იმ პირობებში, როდესაც მთავრობა არის ერთ ქალაქში და პარლამენტი მეორე ქალაქში. არის არაერთი არგუმენტი, რომელიც მთლიანობაში მეტყველებს იმაზე, რომ ჯობია, იყოს პარლამენტი დედაქალაქში. იყო ვადებზე საუბარი და საბოლოოდ, ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვარი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება პარლამენტის ქუთაისის სასახლეს, მისი თქმით, შესაძლოა შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთგვარი რეგიონული ჰაბი გახდეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ მან უზრუნველყოს ამ შენობისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება - საუბარია იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გადატანაზე და ასევე, ერთგვარი რეგიონული ჰაბი შეიძლება გახდეს ეს შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ვფიქრობ, რომ ამ ფუნქციისთვის არის განკუთვნილი ეს შენობა და შესაძლებელია სათანადოდ მისი დატვირთვა",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, დაიზოგება 2.5 მილიონი ლარი, რაც ორი შენობის შენახვას ზედმეტად სჭირდებოდა. „დაიზოგება ყველა ის ხარჯი, რომელიც იყო ზედმეტი - გამომდინარე ორი შენობის არსებობიდან, ეს იყო, დაახლოებით, ორნახევარი მილიონი, რაც ზედმეტად სჭირდებოდა ორი შენობის შენახვას. რაც შეეხება ამ ხარჯის გაწევას, თუ ფუნქციურად სწორად დაიტვირთება ის შენობა, აქ საუბარია იმაზე, რომ ზედმეტი ხარჯი არ უნდა იყოს გაწეული. მთავარია, შენობა იყოს სწორად დატვირთული და ამ სწორად დატვირთვას მოხმარდეს ის თანხები, რომელიც გამოიყოფა ამ შენობის შესანახად",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა. „გრიგოლ ვაშაძე ჩვენმა მეგობარმა ჭიღვარიამ ქუთაისის მერის არჩევნებში დაამარცხა ძალიან მძიმედ და ეს არის ყველა მის შეკითხვაზე პასუხი. ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერანაირ ქულებს ვერ დაიწერს ის იმ სპეკულაციებით, რომელსაც ის ეწევა ამ ორი დღის განმავლობაში",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)