|
2018-09-21 17:24:35, 2128 ნახვა
სამართალი
შსს - პარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, უწყება აღნიშნულ შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრის განთავსებას გეგმავს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისში, პარლამენტის შენობაში განთავსდება: "112", საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო. "საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი დღეს მხოლოდ თბილისში არსებობს და "ერთი ფანჯრის" პრინციპით მოსახლეობას, დაახლოებით, 50 საპოლიციო სერვისს აწვდის. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ იგივე მოდელი დავნერგოთ რეგიონებში. მეორე ასეთი ცენტრი, თბილისის შემდეგ, უკვე ქუთაისში იქნება", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ. რაც შეეხება პოლიციის რეგიონულ ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლობის დაფუძნებას, ნინო ჯავახაძის თქმით, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან აკადემიაში სწავლა ხელმისაწვდომი გახდება არა მარტო თბილისის, არამედ ქუთაისისა და მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის. "ჩვენი გეგმაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ყველა ჩვენი პოლიციელის კვალიფიკაცია. სწორედ ამ მიზნით გავაუქმეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი და ის უკვე მთლიანად პროფესიულ განათლებაზეა ორიენტირებული, ანუ ეტაპობრივად მოხდება ყველა ჩვენი პოლიციელის მომზადება და გადამზადება. აკადემია, ასევე, იქნება ის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემას ახალი, კვალიფიციური კადრებით. ჩვენ, აგრეთვე, უკვე შევცვალეთ სამსახურში მიღების წესიც და ამ წესით მოხდება ახალი, მოტივირებული კადრების მოზიდვა. შესაბამისად, რეგიონული ცენტრი ყველა ამ სერვისსა და შესაძლებლობას შესთავაზებს უკვე ქუთაისში მცხოვრებ მოსახლეობას და მთელ დასავლეთ საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის, ისე, მთლიანად იმ მხარის განვითარებისთვის", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ. მისივე თქმით, საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უფრო განვითარებულია, ვიდრე მეზობელი ქვეყნების, შესაბამისად, შემდგომ ეტაპზე ჩნდება შესაძლებლობა, რომ პოლიციელების მოზიდვა მეზობელი ქვეყნებიდანაც მოხდეს, რაც ქუთაისისა და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის ახალი სტიმულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის რეგიონულ ცენტრში დასაქმებულ პერსონალზეც გააკეთა აქცენტი. "არ მოხდება თბილისში მყოფი დანაყოფების გადაყვანა ქუთაისში, შესაბამისად, პერსონალის მოზიდვა უკვე ადგილობრივი მოსახლეობიდან იქნება შესაძლებელი და ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა იქნება", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)