|
2018-09-21 15:26:20, 2138 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი ბოკერიას: კარგად დამაკვირდით, ვიცი, რომ გესიზმრებით უკვე ისე ხართ აკანკალებული
„კარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით უკვე ისე ხართ აკანკალებული, გააგრძელეთ ეს კანკალი, იმიტომ რომ 280 000-ზე მეტი ხელმოწერაა უკვე შეგროვებული თქვენზე საქმის აღძვრის და დაპატიმრების მოთხოვნით“, - ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას. ინაშვილმა ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამო, მმართველი გუნდი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კომისიის უმრავლესობაში „დანაშაულში ეჭვმიტანილი და მხილებული პირები“ იყვნენ. „მორალურ პასუხისმგებლობას “ქართული ოცნება“ გრძნობს იმაზე, რაც დღეს ხდება? მორალური პასუხისმგებლობა გაქვთ თუ არა თქვენ იმის გამო, რომ ეს კომისია ჩააბარეთ არა ერთ კონკრეტულ დანაშაულში ეჭვმიტანილ თუ პირდაპირ მხილებულ ადამიანებს? მკვლელობის საქმეს რომ იძიებდეს კონკრეტული პირი, უნდა ჰქონდეს მას თუ არა ამ მკვლელობის გამოძიების მორალური უფლება? იგივე ბატონ ბოკერიას, ცალი თვალით, რომ მიყურებს აქ. კარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით უკვე ისე ხართ აკანკალებული, გააგრძელეთ ეს კანკალი, იმიტომ რომ 280 000-ზე მეტი ხელმოწერაა უკვე შეგროვებული თქვენზე საქმის აღძვრის, გამოძიების დაწყების და დაპატიმრების მოთხოვნით, სულ ტყუილად იღიმებით. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო, ეს ყველაფერი მარაზმამდე რომ მიდის ვერ ხვდებით ? კომისიის შექმნისას დაარღვიეთ რეგლამენტი, იმიტომ რომ მეტი წევრი გვეკუთვნოდა ამ კომისიაში, მაგრამ თქვენი კვოტები აჩუქეთ „ევროპულ საქართველოს“. ასეთი კომისია რომ იქმნება, მორალური უფლება უნდა ჰქონდეს იმ ხალხს, ვინც კომისიის უმრავლესობაშია, რომ გამოძიება წაიყვანოს. სამარცხვინო მდგომარეობაა დღეს პარლამენტში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)