|
2018-09-20 19:19:00, 1973 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი სიების გაყალბებაზე: განმარტება, ალბათ, დღეს შესაბამისი პარტიის წარმომადგენლისგან უნდა მოგვესმინა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტს ეხმაურება. წულუკიანმა პროკურატურას მიმართა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიაწოდოს. „დღეს ჩვენ განვიხილავთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტს, რომელიც, რამდენადაც მედიიდან არის ჩვენთვის, ყველასთვის, ცნობილი, გამოძიება დაიწყო. ამიტომ მე მინდა, პროკურატურის წარმომადგენელს ვთხოვო მოგვიანებით ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია, რაც შეუძლია, დღესვე გაგვიზიაროს. ეს ის ინფორმაციაა, რომელზეც, ალბათ, მთავარი მოპასუხეები და მომხსენებლები სწორედ ის პარტიები უნდა ყოფილიყვნენ, რომელთა კანდიდატების სიებთან დაკავშირებითაც გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მათ მხარდამჭერთა სიები, სავარაუდოდ, გააყალბეს, მაგრამ ისინი დღეს არ გამოცხადდნენ სხდომაზე. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ პასუხიც არ აქვთ იმაზე, თუ რა მოხდა; იმიტომ, რომ ჩვენ, ალბათ, დაგვჭირდება არაერთი დამკვირვებლისა და არასამთავრობო ორგანიზაციის რჩევაც, თუ როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო მაშინ, როცა, დავუშვათ, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდება მოქმედი პრემიერ-მინისტრის გაყალბებული ხელმოწერა. ამისი ახსნა-განმარტება, ალბათ, დღეს შესაბამისი პარტიის წარმომადგენლისგან უნდა მოგვესმინა, რომელმაც საკუთარ თავს მისცა იმის უფლება და ფუფუნება, რომ არ მობრძანებულიყო, და ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ მათ პასუხი არ აქვთ. თუმცა, გამოძიება დაწყებულია, ამაზე მოვისმენთ პროკურატურის ინფორმაციას", - განაცხადა მინისტრმა.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)