|
2018-09-20 11:44:55, 1849 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: ნატოს წევრობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს; ისტორიულად, ორივე რეგიონი ჩვენი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია Fox-ის ეთერში, გადაცემა Special Reports-ის წამყვან ბრეტ ბაიერის კითხვას, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ხოლო საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანია ნატოში გაწევრიანება, განიხილება თუ არა ალიანსში ქვეყნის მხოლოდ 80%-ის ინტეგრაცია. პრემიერმა აღნიშნა, რომ ნატოს წევრობა არის უმთავრესი პრიორიტეტი და ამ საკითხს დიდი ყურადღება ეთმობა. "დიახ, ნატოს წევრობა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ყოველთვის იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე მოგვეთხოვება. მართალია, ჩვენი ეკონომიკა არც თუ ისე მსხვილია, მაგრამ ჩვენ ვხარჯავთ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს თავდაცვის სფეროში. ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა აშშ-სთან ბრძოლაშია გამოცდილი. ჩვენი მებრძოლები მხარდამხარ ებრძვიან საერთაშორისო ტერორიზმს ავღანეთსა და ერაყში. ერთ სულ მოსახლეზე შეტანილი წვლილის სტატისტიკით, ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ამ საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს", - განაცხადა პრემიერმა. ჟურნალისტის კითხვაზე, რას უპასუხებდა ამერიკის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-ის მესამე მსოფლიოში ჩათრევის საკითხი აწუხებთ, რაც გამოწვეულია რუსეთის ქმედებებით აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველოს ჩათვლით, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებით ჩვენი რეგიონი ბევრად უფრო პროგნოზირებადი და მდგრადი გახდება, რაც ისევ რუსეთის ინტერესებშია.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)