|
2018-09-20 11:20:24, 2038 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი მარიხუანის წარმოებაზე - თუ ჩვენს შეჭირვებულ ეკონომიკურ პირობებს შვებას მისცემს, რატომაც არა
„თუ ყველა ერთად ჩავთვლით, რომ ეს ის შედეგია, რომელიც ჩვენს საკმაოდ შეჭირვებულ ფინანსურ ეკონომიკურ მდგომარეობას შვებას მისცემს და უზრუნველყოფს, რომ შიდა ბაზარზე ეს ნივთიერება არ გავრცელდეს, რატომაც არა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის მოყვანისა და ექსპორტის შესახებ მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის განხილვა რაც შეიძლება მშვიდ და ემოციებისგან დაცლილ გარემოში მოხდეს. „მესმის, რომ ეს თემა ამ ქვეყანაში ყველასთვის ვერ იქნება ის თემა, რომლის მიმართაც ვინმე გულგრილი იქნება, მაგრამ ეს იმდენად კომპლექსური და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რა ჯობს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, შევაფასოთ ეკონომიკური შედეგი. თუ ყველა ერთად ჩავთვლით, რომ ეს ის შედეგია, რომელიც ჩვენს საკმაოდ შეჭირვებულ ფინანსურ ეკონომიკურ მდგომარეობას შვებას მისცემს და მკაცრი კონტროლის ქვეშ უზრუნველყოფს იმას, რომ შიდა ბაზარზე ეს ნივთიერება არ გავრცელდეს, შეიძლება ჩავთვალოთ რომ რატომაც არა. მე არ ვთვლი, რომ წინასწარ რაიმე არის სანერვიულო ან პანიკის საფუძველი არსებობს, რადგან მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო ერთადერთი - ჩვენმა ეკონომიკამ, რაკი გვაქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის სფეროში, დაიკავოს საერთაშორისო ეკონომიკაში გარკვეული ნიშა, რაც შემოუტანს შემოსავალს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)