|
2018-09-19 19:51:49, 2035 ნახვა
კომენტარი
კობახიძე გოცირიძეს - კოლეგის კორუფციაში დადანაშაულება არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა
„ერთია პოლიტიკური განცხადებები და მეორეა კონკრეტული ბრალდება კონკრეტულ დანაშაულში",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, რომან გოცირიძის მიერ კოლეგის კორუფციაში დადანაშაულება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და მისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. „თქვენ უკვე მეორედ დაადანაშაულეთ ჩვენი კოლეგა კორუფციაში, რაც არის, ერთი - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და მეორე, არის, რა თქმა უნდა, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჩვენი კოლეგისადმი. მე ვალდებული ვარ, რომ დეპუტატების, პარლამენტის წევრების ინტერესები. ნუ დაარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და გთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ასეთ განცხადებებს",- მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატს. მისივე თქმით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სხვადასხვა მხარემ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და მას არცერთ მათგანზე რეაგირება არ მოუხდენია. რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულში ბრალდებას - ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, ის ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს. "რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, თუნდაც, იყოს მინიშნებები მაგალითად ცხრაწლიან მმართველობაზე, პირსისხლიან რეჟიმზე და ასე შემდეგ, ეს არის პოლიტიკური განცხადებები - ერთი. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებებს, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ დღეს, საუბარი იყო კონკრეტულ კორუფციულ დანაშაულზე, რომელზეც ყურადღება გაამახვილა თავისი პოზიციიდან კონკრეტულმა პარტიამ და ფრაქციამ. არის დიდი განსხვავება ამ ორ რამეს შორის. ერთია პოლიტიკური განცხადებები და მეორეა კონკრეტული ბრალდება კონკრეტულ დანაშაულში. ჩვენ დღეს მოვისმინეთ პოლიტიკური განცხადებები სხვადასხვა მხრიდან და არცერთზე რეაგირება არ მქონია. რაც შეეხება განცხადებას იმაზე, რომ ვიღაც არის მოღალატე ან სუკის აგენტი, ეს არის პოლიტიკური განცხადება და რაც შეეხება განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული ადამიანი იმიტომ ლობირებს კონკრეტულ კანონპროექტს, რომ ამაში არის მისი ოჯახის ინტერესები, ეს არის კონკრეტული ბრალდება კონკრეტულ დანაშაულში. ამიტომ, პოლიტიკურ განცხადებებზე არც იქით და არც აქეთ, მე რეაგირება არ მომიხდენია, რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულში ბრალდებას, ამაზე მე ვარ ვალდებული მოვახდინო რეაგირება და ამას თანაბრად გავაკეთებ როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)