20:44 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 11:13:23, 3601 ნახვა

მსოფლიო
აშშ ჰააგის სასამართლოს ფინანსური სანქციების დაწესებით და მოსამართლეების დაკავებით დაემუქრა

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებსა და სხვა ჩინოსნებს დაემუქრა დაკავებებით, თუ ისინი რომელიმე ამერიკელის, რომელიც ავღანეთში მსახურობდა ბრალს დასდებდნენ, - ამის შესახებ AFP იუწყება.

თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ჰააგის სასამართლო ამერიკისთვის, ისრაელისთვის და სხვა პარტნიორი ქვეყნებისთვის საშიშ ინსტიტუტად დაასახელა.  მანვე დასძინა, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი განაჩენი იქნება უსაფუძვლო.

ბოლტონის განცხადებით, ამერიკა ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ ფინანსურ სანქციების აამოქმედებს.

"ჩვენ ავუკრძალავთ მათ მოსამართლეებს და პროკურორებს ამერიკაში შემოსვლას. დავაწესებთ ფინანსურ სანქციებს და მათ წინააღმდეგ ჩვენს სისტემაში სისხლის სამართლებრივ დევნას დავიწყებთ" , - განაცხადა მრჩეველმა და აღნიშნა, რომ ამერიკა თავისი მოქალაქეების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics