|
2015-06-06 16:45:49, 447 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოდან აბანოთუბნის მიმართულებით აქცია-მსვლელობა „დამიცავი თბილისი“ მიმდინარეობს
თბილისის საკრებულოდან აბანოთუბნის მიმართულებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა ლოზუნგით „დამიცავი თბილისი“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მწვანე საფარის განადგურებასა და თბილისის ისტორიულ ნაწილში მასშტაბურ მშენებლობებს აპროტესტებენ. აქციაზე შეკრებილებს მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები შემდეგი წარწერებით - „არა ანტისაზოგადოებრივ გადაწყვეტილებებს“, „დამიცავი თბილისი“, „არა ხე ჭრა“, „რა დაგიშავათ მწვანემ“, „შეიქმნას ურბანული განვითარების პოლიტიკა“, „ნუ იჭრით თავებს“. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მარიამ ყანჩაველის თქმით, მათი მთავარი და უცვველი მოთხოვნაა, რომ თბილისში მწვანე საფარის ხარჯზე კერძო მშენებლობები შეწყდეს. „ეს აქცია პირველი არაა. ჩვენი მთავარი მოთხოვნები ძალიან მარტივია, შეწყდეს კერძო მშენებლობები მწვანე საფარის ხარჯზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ დედაქალაქის გონივრულ განვითარებას, მოვითხოვთ პროფესიონალურად ქალაქის დაგეგმარებას, მოვითხოვთ ურბანულ კომისიას, რომლიც გააკონტროლებს მიმდინარე მშენებლობებს. ჩვენ გვინდა ლამაზი, განვითარებული ქალაქი და არა ცემენტის მონსტრი“, - განაცხადა მარიამ ყანჩაველმა. აქციაზე იმყოფება „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილიც. მისი თქმით, ის როგორც რიგითი მოქალაქე, დედაქალაქის ისტორიულ უბნებში კერძო მშენებლობებს აპროტესტებს. „მე როგორც რიგითი მოქალაქე, ჩემს მეგობრებთან ერთად ჩვენი ისტორიული უბნების, ისტორიული ნაწილის დამახინჯებას და განადგურებას ვაპროტესტებ. ჩვენს დედაქალაქში და ქვეყანაში ყოვლად გაუზრებლად ხდება განადგურება. არავინ არ ამბობს, რომ ინვესტორების ინტერესები არ იყოს მიღებული, მაგრამ არა ჩვენი დედაქალაქის ისტორიული უბნების ხარჯზე“, - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა. საკრებულოდან აბანოთუბნის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)