|
2018-09-17 10:46:49, 2129 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, ქვეყანას უზარმაზარი წინსვლა აქვს
რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციით გამოწვეული არსებული პრობლემების მიუხედავად, ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში უზარმაზარი წინსვლა აქვს, - ამის შესახებ სასქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკულ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ წერილში აცხადებს. პუბლიკაციაში, რომლის სათაურია "აშშ-საქართველოს ურთიერთობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა", პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველო წლიდან წლამდე აუმჯობესებს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს, ექსპორტის მოცულობებს, გააჩნია ჯანსაღი და მზარდი ტურიზმის სექტორი. "მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების" 2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს განხორციელებული რეფორმების რაოდენობის მიხედვით და უმაღლესი ნიშნული აქვს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში. სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2018 წლის ზრდის პროგნოზს გადახედა მატების მიმართულებით და ახლა 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს, მოსალოდნელზე უფრო ძლიერი ეკონომიკური შედეგების დამსახურებით", - წერს პრემიერი. მამუკა ბახტაძე ყურადღებას ამახვილებს რუსეთთან საქართველოსმთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელსაც საპასუხო ნაბიჯები არ მოჰყოლია. "ათი წლის წინ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი დაისაკუთრა. მოსახლეობის რიცხოვნობით, ეს იქნებოდა რუსების მიერ მიჩიგანის, ოჰაიოს, ინდიანას, ვისკონსინის, ილინოისის, აიოვას, მინესოტას და სამხრეთ დაკოტას - მთელი ამერიკის შუა დასავლეთი ზოლის, ასევე ფლორიდისა და ტეხასის ოკუპაციის ტოლფასი. მიმდინარე ოკუპაციის კონტექსტში არც კონფლიქტი გვსურს და არც - დაპირისპირება. ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის მიერ ჩვენი მიწების ოკუპაციის მშვიდობიან და პრაქტიკულ გადაწყვეტაზე. ვცდილობთ, დაძაბულობის დეესკალაცია მოვახდინოთ, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება დღემდე არ გამოხმაურებია ჩვენს მიმართვას დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტის პოვნის თაობაზე", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მამუკა ბახტაძე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ხაზს უსვამს აშშ-ის როლს, რაც, მისი შეფასეით, დანარჩენი მსოფლიოსთვის სამაგალითო იქნება. "ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი და აყვავებული საქართველო რუსეთის ეროვნულ ინტერესებშია და საფრთხედ არ უნდა ვიყოთ აღქმული. უფრო მეტიც, მოსკოვმა საქართველოს არ უნდა უყუროს დასავლეთთან დაპირისპირების კონტექსტში. საქართველო-აშშ-ის პარტნიორობა ყოველთვის ასეთი მყარი იყო და ის ძლიერდება ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. მჯერა, რომ ამერიკას უშუალო ინტერესი გააჩნია ქართულ-რუსული კონფლიქტის მშვიდობიან და სამართლიან გადაწყვეტაში. აშშ-ის წარმატებული ჩართულობა ამ კონფლიქტის მოგვარების საქმეში სამაგალითო იქნება დანარჩენი მსოფლიოსთვის და დიპლომატიის ძალის დემონსტრირებად გვესახება. დღეს, საქართველო მომართულია, მეტ ეკონომიკურ სიმაღლეებზე გავიდეს - გახდეს გლობალური ვაჭრობის რეგიონული ცენტრი და აშშ-ის ბიზნესის დასაყრდენი ევრაზიის ტერიტორიაზე. საქართველო ხელს უწყობს სტაბილურობას რეგიონში კარგი მმართველობის, ეკონომიკური განვითარებისა და მეზობლებთან თანამშრომლობის გზით. დარწმუნებული ვარ, თავისუფალი და ერთიანი საქართველო იქნება მშვიდობისა და კეთილდღეობის მიმართ ჩვენი ორი ერის საერთო ინტერესების შემკვრელი ჩვენს რთულ სამეზობლოში და მთელს მსოფლიოში", - ნათქვამია მამუკა ბახტაძის წერილში. პუბლიკაცია დღეს პოლიტიკურ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნდა, რომელსაც აშშ-ში დიდი აუდიტორია ჰყავს.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)