|
2018-09-15 11:08:20, 3238 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვერნერ ლიპახთან გამართული შეხვედრისას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას და აღნიშნეს, რომ ADB-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, ხელს უწყობს ქვეყანაში ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის დაძლევას და რეგიონული კავშირების გაზრდას. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა აფასებს იმ თანადგომას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს საქართველოს სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე, ქვეყნის ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ფინანსთა მინისტრმა სტუმართან ერთად განიხილა მთავრობის დაგეგმილი რეფორმები, რომელიც ითვალისწინებს საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა 2019-2021 წლების თანამშრომლობის სფეროებზე, რომელთა შორის პრიორიტეტულად დასახელდა განათლების სექტორი, სადაც აზიის განვითარების ბანკი მზადაა აქტიურად ჩაერთოს მომავალი რეფორმის განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მნიშვნელობას და საქართველოს აქტიურ ჩართულობას ამ ინიციატივაში. როგორც ცნობილია, საქართველომ 11-12 სექტემბერს, ბათუმში, უმასპინძლა CAREC-ის მესამე ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმს. ფორუმი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გაიმართა და მას СAREC-ის წევრი 11 ქვეყნის დელეგაცია, ენერგეტიკული კომპანიები და დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობა მომავალშიც პოზიტიურად განვითარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)