|
2018-09-13 16:39:22, 1032 ნახვა
ეკონომიკა
ანგურიძე: Fitch-ის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმის პოზიტიური შეფასება მნიშვნელოვანი გზავნილია
სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმის პოზიტიური შეფასება მნიშვნელოვანი გზავნილია, - ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ განაცხადა. მისი თქმით, ასეთი შეფასება ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად სწორი ნაბიჯები გადადგა. „პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ინვესტიციების ზრდაზე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების შეფასებები, რადგან სწორედ მათ მიერ დაფიქსირებული პოზიციები, გამოქვეყნებული ანგარიშები, რეიტინგები, გავლენას ახდენს პოტენციური ინვესტორების გადაწყვეტილებებზე. გამომდინარე აქედან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings პოზიტიურად აფასებს და ეთანხმება ჩვენს ქვეყანაში საბანკო და საფინანსო სექტორისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებს, რომელიც მიმართულია ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებისა და აღნიშნულ სექტორში სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებისკენ“, - განაცხადა ოთარ ანგურიძემ. როგორც მან აღნიშნა, ჭარბვალიანობის პრობლემა ბევრ ქვეყანაში არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც განხორციელდა რეფორმები ამ მიმართულებით და ამ ნაბიჯებს პოზიტიური გამოხმაურება აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდანაც. „მიმაჩნია, რომ ამ კუთხით რეფორმაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რაც საბოლოო შედეგად მოგვიტანს გამჭვირვალობას, სტაბილურობას საფინანსო სექტორში, ჯანსაღ ბიზნესგარემოს და ყველასთვის სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას“ - განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)