|
2018-09-13 13:52:24, 1402 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლებისაღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახმკვლელობაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ცეცხლსასროლიიარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 მარტს, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში,გ.გ.-მ ვალის გამო გამოწვეული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ბიძაშვილს - რ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდანრამდენჯერმე ესროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა. მიღებული ჭრილობების შედეგად რ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 15 მარტს, ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლისკოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახუქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლომასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ დაზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)