|
2018-09-12 17:09:18, 1595 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც ვიქნები პრეზიდენტი
„მოვდივარ ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნია... მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. მან საზღვარგარეთ მყოფ ახალგაზრდებს მიმართა და მოუწოდა, ქართული ენა არ დაივიწყონ. „მოვდივარ თქვენს წინაშე ისეთი როგორიც ვარ. მე არაფერს სხვანაირს არ ვთამაშობ. მე მოვდივარ ჩემი წარსულით, ჩემი მტკიცე პრინციპებით, ზოგჯერ ვიღაცეები ფიქრობენ, ცოტა ნამეტანად მტკიცე, ჩემი ხასიათით ვის მოწონს და ვის არა, ჩემი შეცდომებით თუ წარმატებებით და ჩემი გავლილი გზით. მოვდივარ, ასევე ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნი არის, რასაც არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ცხადია მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი და მთელი ეს საფეხურები საქართველოში და როგორიც არის ისეთი არის, თუმცა მე ჩემს თავზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. მე მინდა აქედან მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს არიან საზღვარგარეთ. თქვენ ისწავლეთ ქართული არ დაივიწყოთ და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით. იმიტომ, რომ ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის, რომ მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)