|
2018-09-12 14:51:35, 1629 ნახვა
კომენტარი
მეუფე ანტონი მარიხუანის წარმოებაზე - არ მგონია, საქართველოს ამ გზით შეშვენოდეს თავისი ეკონომიკის გაძლიერება
„მე არ მგონია, რომ საქართველოს ამ გზით შეშვენოდეს თავისი ეკონომიკის გაძლიერება“, - ასე გამოეხმაურა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი მარიხუანის წარმოებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას. როგორც მეუფემ აღნიშნა, უმჯობესი იქნება, თუ იმ ენერგიას, რაც მარიხუანის წარმოებასა და ექსპორტზე უნდა დახარჯონ, სოფლის მეურნეობას მოახმარენ. „ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. მე ავღნიშნე, რომ ეს ისეთი რამ არის, რომელიც დროში ჩანს. ფაქტიურად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ, ასაკში რომ იქნებიან, პირველები გამოხატავენ უარყოფით დამოკიდებულებას. მე არ მგონია, რომ საქართველოს ამ გზით შეშვენოდეს თავისი ეკონომიკის გაძლიერება. რაც მანდ უნდა ჩადონ, სოფლის მეურნეობას მოახმარონ. ხილი ვერ გააქვთ საზღვარგარეთ, იმაზე იზრუნონ“, - განაცხადა მეუფე ანტონმა. ცნობისთვის, საქართველოში მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა იგეგმება. შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემაზე საუბარი გუშინ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე იყო, რომლესაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სწორედ ყოფილმა პრემიერმა დაუჭირა მხარი მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის პროექტს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)