|
2018-09-12 11:13:26, 1012 ნახვა
ეკონომიკა
ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება
ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება და აღნიშნული რეგულაცია ლიზინგზეც გავრცელდება, - შესაბამის ცვლილებებს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალი ინიციატივა საქართველოს მაკროეკონომიკურ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში ლარიზაციას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. შესაბამისად, საკრედიტო-საფინანსო პროდუქტებთან მიმართებით ერთიანი მიდგომებისა და მომხმარებელთა დაცვის უზრუნველსაყოფად, მთავრობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ეს პოლიტიკა ლიზინგზეც გავრცელდეს. „წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას რეგულაციაში, რომლის თანახმადაც, 100 000-ლარიანი ზღვარი იზრდება 200 000 ლარამდე. ამასთან, თუ მოქმედი რედაქციის თანახმად შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირისაგან ლიზინგის საზღაურის ფასის მიღებაზე და ფიზიკურ პირზე საბანკო კრედიტის გაცემაზე, ცვლილებების შედეგად, აღნიშნული პოლიტიკა გავრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანიზაციებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირს, მხედველობაში მაქვს ე.წ ამხანაგობები. ეს საშუალებას მოგვცემს, დავაზღვიოთ ის რისკები, რომლებიც დაფიქსირდა 2016-2017 წლებში. ლარიზაცია ჩვენი სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკის შექმნის და განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს მაკროეკონომიკურ პოზიციებს. ჩვენი ამოცანაა, საქართველო იყოს ნაკლებად მოწყვლადი გარე რისკების მიმართ და ეს ნაბიჯი არის ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება ამ გზაზე", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)