|
2018-09-12 10:56:42, 941 ნახვა
ეკონომიკა
ამერიკელი იმპორტიორები ქართულ ღვინოს ეცნობიან
ღვინის ამერიკელი იმპორტიორების ჯგუფი საქართველოს ეწვია, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting''-ის დამფუძნებლის, ჯული პეტერსონის ხელმძღვანელობით. ჯული პეტერსონის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის იმპორტის გაზრდაა. ვიზიტის დასაწყისში, თბილისში, დეგუსტაცია "Speed tasting", გაიმართა, სადაც 34 კომპანიის წარმომადგენელს შესაძლებლობა მიეცა ღვინის პროფესიონალებისთვის საკუთარი პროდუქცია წარედგინა, გასაუბრებოდნენ და მიეღოთ კონსულტაცია მათგან. დეგუსტაციის დროს ამერიკელმა იმპორტიორებმა ჯამში 100-მდე ქართული ღვინო დააგემოვნეს. ქართულმა ღვინომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. „საქართველოს ისტორია, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის ისტორია, შთამბეჭდავია. ხარისხი, რომელსაც ჩვენ ვაგემოვნებთ, საოცარია. არის ყურძნის ჯიშების დიდი ნაირსახეობა და ასევე ღვინის წარმოებისადმი ადგილობრივი მოსახლეობის უზადო სიყვარული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გავცდეთ საზღვრებს და ქართულის ღვინო გავიტანოთ აშშ-ს ბაზარზე" - აღნიშნა ჯგუფის წევრმა ერიკ რიდმა. კიდევ ერთი ამერიკელი იმპორტიორი, ერიკ ჯოფთმანი ქართულ ღვინოს „საუცხოოს" უწოდებს. „ის იდეა, რომ ჩამოვსულიყავით საქართველოში, სადაც ეს საუცხოო ღვინო მზადდება და ადგილობრივი მეღვინეებისგან გვესწავლა ღვინის წარმოება, უბრალოდ საოცარია. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ქართული ღვინის შესახებ, მაგრამ სანამ საკუთარი თვალით არ იხილავთ საქართველოს, ვერ გაიგებთ იმ ხარისხს და ღვინის კეთებისადმი ადგილობრივების უზადო სიყვარულს, ასევე იმ სიამაყეს, რასაც ღვინის დაწურვისას აქ ხალხი განიცდის. ეს ნამდვილი გამონათებაა და ძალიან სასიამოვნო" - აღნიშნა ერიკ ჯოფთმანმა. ტურის ფარგლებში, დაგეგმილია ღვინის პროფესიონალების ვიზიტი კახეთში, იმერეთსა და ქართლში, სადაც სტუმრები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს შემდეგ მწარმოებელ კომპანიებში: „იაგოს ღვინო", „შატო მუხრანი", GWS, „სიმონ ჩხეიძის მარანი", „ვარციხის მარანი/ჭოტიაშვილი", „მეღვინეობა ხარება", „VinePonto", KTW, "ლაგვინარი", "ხოხბის ცრემლები", "კახური" და „გიუაანი". საქართველოს მეღვინეობის დარგთან შეთანხმებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატები შეირჩა როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 291 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებულ (ზრდა გასული წლის ანალოგიურ პეროდთან შედარებით 2%-ია).
(NS)
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)