20:23 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 18:49:40, 1183 ნახვა

პოლიტიკა
იზორია: ჩვენი ძალისხმევა უცვლელი რჩება, როგორც ნატოს, ისე ეროვნული მიზნების მისაღწევად საერთაშორისო მისიებში

„ჩვენ გვჭირდება მეტი, ჩვენ ვართ მზად და ჩვენი ვალდებულებები და ძალისხმევა რჩება უცვლელი, როგორც ნატოს გზაზე, ისე ეროვნული მიზნების მისაღწევად და საერთაშორისო მისიებში“, -ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“-ზე განაცხადა

 ლევან იზორიამ სესიაზე, რომელიც გლობალური უსაფრთხოების კონტექსტს ეხებოდა, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მოდერატორის, კოლინ გრაფის შეკითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, საქართველო კვლავ გააგრძელებს წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში როგორც ავღანეთში, ისე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

როგორც მინისტრმა განაცხადა, უკვე დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალებს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაში დაეხმარება. მან თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება:

„პერსონალზე დანახარჯები ჩვენს ბიუჯეტში 67%-დან 54%-მდე შევამცირეთ, რაც იყო ჩვენს მიერ მიღებული ძალზე მტკიცე და რთული გადაწყვეტილება, დაზოგილი თანხები მივმართეთ აღჭურვილობაზე და ამჟამად ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ვხარჯავთ თავდაცვაზე, და პირველად, თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ს აღჭურვილობაზე. ჩვენ მივიღეთ „ჯაველინის“ სისტემა აშშ-სგან და ახლა უკვე მოვითხოვეთ „სტინგერის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენი მომზადებისთვის და როგორც მე ვუწოდე - სტრატეგიული მზადყოფნისთვის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიტყვით გამოსვლა, ინფორმირება და თეორიული მიდგომა, არამედ სამხედრო კომპონენტით გაძლიერება. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერთობის განმტკიცება და სამხედრო სიძლიერის ამაღლება. საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა აშშ-ის მხარდაჭერით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ნატოს წევრი ქვეყნების თანადგომით, განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები და ყოველდღიურად იყოს მზად ნატოს წევრობისთვის", -განაცხადა იზორიამ

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics