|
2018-09-11 17:30:56, 867 ნახვა
კომენტარი
გია აბაშიძე: ბოლო ექვსი წლის მანძილზე, ყველა არჩევნების შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებები ძირითადად პოზიტიურია
პოლიტოლოგი გია აბაშიძე 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე მიმართულებით საუბრობს: ხელისუფლება გეგმავს არჩევნების გაყალბებას, აცხადებს „ნაცმოძრაობა“ აჭარაში და "ქართული ოცნების" იმ აქტივისტების სია აქვეყნებს, რომელთა დანიშვნაც, მათივე განცხადებით, საუბნო კომისებში იგეგმება. რამდენად სერიოზულია ეს ბრალდებები? - კარგია, რომ ახლა ოფისში, კომპიუტერთან ვართ. მოდით, ინტერნეტში ძიებაში გავუშვათ ამ სიტყვათა ერთობლიობით - "ქართული ოცნება არჩევნების გაყალბებას გეგმავს". ხედავთ, რომ ამ კომბინაციით, მსგავსი ე.წ. ბრალდებები ყველაზე მეტჯერ მიუთითებს შალვა ნათელაშვილის გამონათქვამებს ყველა ბოლო არჩევნების წინა პერიოდში. არის ასევე სხვა ურეიტინგო პარტიის წევრთა მსგავსი ფრაზებიც. მათი ჩამოთვლა არ ღირს. ნუ დავკარგავთ იმის ძიებაზეც დროს, თუ რამდენ-რამდენი პროცენტი აქვთ მიღებული მათ, ანდა ნაცმოძრაობის, ასე ვთქვათ „ერთიან დიად“ ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალ თითოკაციან პარტიებს. პოლიტიკური სუბიექტის სიტყვის ფასის ერთ-ერთი განმსაზღვრელია მის მიერ ბოლო არჩევნებზე მიღწეული შედეგი, არა? ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო ექვსი წლის მანძილზე, ყველა არჩევნების შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის არაერთი შეფასება მიუთითებს მზარდ პროგრესზე. გასაგებია, ნაცმოძრაობის კონკრეტულ ამ ბრალდებაზე რას იტყოდით? - ამ კონკრეტიკას მე ვხედავ მათ ზოგად ტენდენციაში - ეცადონ, რომ მაქსიმალურად მოახდინონ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტირება და საარჩევნო პროცესის დელიგიტამაცია. და, ბუნებრივია, მათივე გეგმიდან გამომდინარე, არალეგიტიმური საარჩევნო ადმინისტრაციის პრეზიდენტი იქნება არალეგიტიმური. ამგვარი ნათელაშვილისეური ბრალდებები იქნება არაერთი. ჩვენ 28 ოქტომბრის არჩევნებზეც მრავალი საერთაშორისო დამკვირვებელი გვეყოლება. მათ გამოცდილ ყურადღებას კი არც არსებული სამართლიანი გარემო გამოეპარება და არც დაუსაბუთებელი ფსევდო-ბრალდებები.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)