00:42 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 16:45:13, 1450 ნახვა

ეკონომიკა
აგვისტოში მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი 20 % გაიზადა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, აგვისტოს თვეში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 1089 მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 % მეტია (2017 წელი - 910 მგზავრი).

აღსანიშნავია, რომ მგზავრების უმეტესობა უცხოელი ვიზიტორები იყვნენ, რაც იმის ნიშანია, რომ საქართველო, კერძოდ სვანეთი, უცხოელი ვიზიტორებისათვის და ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. 

ჯამში, აგვისტოში ადგილობრივი აეროპორტები 1,473 მგზავრს მოემსახურა, რაც 11 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი - 1,331 მგზავრი). 
მესტიის მიმართულებით რეისები ნატახტარიდან და პირიქით, შაბათის გარდა ყოველდღე სრულდება. ნატახტარი-მესტიის ფრენის ღირებულება ზრდასრულებისთვის 90 ლარია. 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე  30 %-იანი ფასდაკლება ვრცელდება, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.

რაც შეეხება ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით  და პირიქით, რეისები კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და პარასკევს სრულდება. ქუთაისი-მესტიის ბილეთის საფასური 50 ლარია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics