|
2018-09-11 16:06:14, 1017 ნახვა
ეკონომიკა
ნინო ენუქიძე: საინვესტიციო ფორუმი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას ემსახურება
აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ბათუმში ორდღიანი საინვესტიციო ენერგეტიკული ფორუმი მიმდინარეობს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში „ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის" (CAREC) წევრი 11 ქვეყნის სამთავრობო უწყებების, ენეროკომპანიების, ექსპერტული წრეების გარდა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (World Bank, USAID, EBRD, KfW etc) წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის განცხადებით, საინვესტიციო ფორუმის მთავარი მიზანია, გაზარდოს საერთაშორისო დონორებისა და ინვესტორების დაინტერესება ენერგეტიკული სექტორის მიმართ. „საქართველოს ენერგეტიკას განვითარებისთვის მეტი ინვესტიცია სჭირდება. განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის, მათ შორის, ჰიდროენერგიის უფრო მეტად ათვისების მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ფორუმზე ასევე აქცენტი გაკეთდება ენერგოსექტორში, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხზე. ნინო ენუქიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მზის PV პანელების საკითხზე - მისი ინფორმაციით, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში, სადაც ელექტროგადამცემი ხაზები არ არსებობს. „საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან ნაყოფიერად მუშაობს და ფინანსთა სამინისტროს დახმარებით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რომ ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული ტექნოლოგიები დაინერგოს და განვითარდეს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. ბათუმის საინვესტიციო ენერგეტიკულ ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკის განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების გათვალისწინებით; ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ენერგოეფექტურობის მიმართულებით, განახლებადი ენერგიების კერძოდ, მზის ენერგიის გამოყენება შინამეურნეობებში თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით და სხვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)