|
2018-09-11 15:44:34, 1117 ნახვა
კომენტარი
გია გაჩეჩილაძე: ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია ლიცენზიები გაიცეს მარიხუანას მოყვანაზე, მკაცრად დაცული იქნება
„ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია, მარიხუანას მოყვანაზე ლიცენზიები გაიცეს, მკაცრად დაცული იქნება“, -ამის შესახებ „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ ამ თემაზე საუბარი გუშინდელ შეხვედრაზე მართლაც იყო. მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდა შსს-ს წარმომადგენელიც, რომელიც ამ ინიციატივის ავტორია. „ვერსიების დონეზე არსებობს ასეთ რამ, შემოვა კანონპროექტი და იქ ყველაფერი იქნება ნათელი, უბრალოდ ჩვენ ძალიან გაგვჭედა ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ და ჩვენ გვიწევს ახლა ამ ვაკუუმის შევსება, რომელიც ამ მარიხუანასთან არის დაკავშირებული და ჩვენ ვამკაცრებთ ყველაფერს, მაგრამ თვითონ, რაც მარიხუანას კულტივაციას ეხება, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ შეიძლება ექსპორტზე გატანის თვალსაზრისით იყოს შესაძლებელი სამკურნალო მარიხუანას მოყვანა. ის ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია ლიცენზიები გაიცეს მარიხუანას მოყვანაზე იქნება მკაცრად დაცული, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ჩართული“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. ცნობისთვის, საქართველოში მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა იგეგმება. შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემაზე საუბარი გუშინ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე იყო, რომლესაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სწორედ ყოფილმა პრემიერმა დაუჭირა მხარი მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის პროექტს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)