|
2018-09-11 14:05:32, 947 ნახვა
კომენტარი
„თავისუფალი მედია და ბიზნესი დაცული უნდა იყოს“ - პრეზიდენტი „იბერიას“ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ტელეკომპანიის „იბერია" დამფუძნებლებსა და ჟურნალისტებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან ტელეკომპანიის წარმომადგენლებისაგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა ბოლო პერიოდში "იბერიას" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს, როგორც თავისუფალი მედია, ასევე თავისუფალი ბიზნესი. როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, ნათელია, რომ ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთე, რომელზეც დგას თავისუფალი საზოგადოება, დემოკრატიული სახელმწიფო - სიტყვის თავისუფლება და ბიზნესის დაცულობა და ხელშეუხებლობა, იყოს დაცული და ყოველგვარი მანიპულაციები ამასთან მიმართებაში იყოს გამორიცხული. "არავისთვის სადაო აღარ არის რამდენად მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამ საკითხზე მსჯელობენ, საუბრობენ და პოზიციებს აფიქსირებენ, იქნება ეს სახელმწიფო ინსტიტუტები თუ სხვა. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესი. მომუშავე ბიზნესის უკან კი, დგას რამდენიმე ასეულობით ადამიანი და მათი ოჯახები და დღეს არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში ამდენი ადამიანის უმუშევრად, შემოსავლის გარეშე დატოვება ასევე ძალიან სერიოზული ტვირთია სახელმწიფოსთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, მოქმედებების და ნაბიჯების დაგეგმვის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც მედიის თავისუფლება, ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული კონკრეტული ადამიანების ფინანსური უსაფრთხოების საკითხი, რომელებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათი ინტერესები აქ ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)