|
2018-09-10 15:47:40, 1290 ნახვა
ეკონომიკა
გაგუა: „საქსტატის“ მონაცემები, არის იმის დემოსნტრირება, რომ საქართველოში ბიზნესგარემო უცხოური ინვესტიციებისათვის მიმზიდველია
„საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ შეაფასა. მისი თქმით პირველ კვარტალში დაფიქსირებული პირდაპირი ინვესტიციების 9.4% -იანი ზრდა მნიშვნელოვნად პოზიტიური ციფრია. „გასული წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით რეკორდული იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ის იყო უპრეცედენტო რეგიონის ფარგლებშიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველომ კვლავაც განაგრძოს პირდაპირი უცხოური ინვესიტიციების მოზიდვის ზრდის ტენდენცია. საქსატატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები არის იმის დემოსნტრირება, რომ საქართველოში ბიზნესგარემო არის ძალიან კარგი უცხოური ინვესტიციებისათვის და ჩვენი ამოცანაა აღნიშული გარემოს გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. შეგახსენებთ, რომ „სასტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 389.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 9.4 პროცენტით (33.4 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში 34.3 პროცენტით (45.7 მლნ. აშშ. დოლაით) გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი და 178.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 45.9 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)