20:45 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 13:20:32, 6138 ნახვა

მსოფლიო
ბარსელონაში, „კანონიერი ქურდი“ გოჩა მაისურაძე დააკავეს, რომელმაც შაკირას და პიკეს სახლი გაძარცვა (ვიდეო)

ბარსელონაში, სამართალდამცველებმა "კანონიერი ქურდი" გოჩა მაისურაძე, ზედმეტსახელად "გოგიტა" დააკავეს, - ამის შესახებ estrelladigital იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მაიზურაძეს კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა ედება ბრალად.

სამართალდამცველების განცხადებით, "გოგიტა" თავის კრიმინალურ დაჯგუფებასთან ერთად ძვირადღირებულ სახლებს ძარცვავდა, რომელთა შორის ცნობილი მომღერლის შაკირას და კლუბ "ბარსელონას" ფეხბურთელის ჟერარ პიკეს სახლიცაა.

მედიის ცნობით, გოჩა მაისურაძის დასაკავებლად პოლიცია რამდენიმე თვის განმავლობაში სპეცოპერაციას ატარებდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მაისურაძე იმ დაჯგუფებებისგან, რომლებიც მის ტერიტორიაზე თვითნებურად მოქმედებდნენ, ნაქურდალის 50%-ს იღებდა. იმ შემთხვევაში თუ მათ "ნადავლის" გაყოფა არ სურდათ, "გოგიტა" სჯიდა.

პოლიციის თქმით, "კონინიერ ქურდი" ძირითადად იმ სახლების გაძარცვას ისახავდა მიზნად, სადაც გავლენიანი ადამიანები ცხოვრობდნენ, ასევე იმ სახლების, სადაც სეიფი იყო დამონტაჟებული.

როგორც გამოცემა წერს, "გოგიტასთან" ერთად კიდევ 8 ადამიანი დააკავეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics