22:05 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 10:53:00, 1238 ნახვა

სამართალი
ზუგდიდში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

სამეგრელოში,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ჭიშკარზე, თბილი მოსასხამით ჩამოკიდებული  ახალშობილი იპოვეს.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ადგილობრივები სასწრაფო და საპატრულო პოლიციას დაუკავშირდნენ.

არსებული ინფორმაციით,  ჩვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ახალშობილის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს. ასევე ამოიღებულია სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics