|
2018-09-08 10:54:23, 1177 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია არ თუ ვერ ახერხებს დავალიანების შემცირების მისაღები გრაფიკის შემოთავაზებას
"არა ერთი შეთავაზების მიუხედავად, „ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანია „ოჯთ" არ თუ ვერ ახერხებს საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მისაღები გრაფიკის შემოთავაზებას", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ბრიფინგზე გგანაცხადა, რომელზეც მან „ომეგა ჯგუფში" შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია „ოჯთ-ის" საგადასახადო დავალიანების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები ასობით ათასი პენსიონერის, სამხედრო მოსამსახურის, სოციალურად დაუცველისა და პედაგოგების წინაშე. „ვერც ერთ შემთხვევაში, სახელმწიფო, მთავრობა ვერ დაუშვებს, რომ ამ ვალდებულებების შესრულებას შეექმნას საფრთხე. ასეთ საფრთხეს კი ქმნიან სწორედ ისეთი კომპანიები, როგორც არის მაგალითად, „ომეგა ჯგუფში" შემავალი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია „ოჯთ". მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში, არ გვაქვს საგადასახადო დავა, ეს არ არის საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულება - ეს არის გატანილი სააქციზო მარკების არგადახდის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება," - განმარტა ფინანსთა მინისტრმა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, კომპანიამ 2-ჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დავალიანების გადანაწილების მიზნით, შემდგარიყო გრაფიკი. „ორივეჯერ ასეთი გრაფიკი შედგა, თუმცა არც ერთხელ არ შესრულებულა. გარდა ამისა, კომპანიამ 11-ჯერ მოგვმართა თხოვნით არ გამოგვეყენებინა იძულებითი ღონისძიებები და ეს მოთხოვნაც 11-ჯერვე დაკმაყოფილდა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ვალი შემცირებულიყო, ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი მოცულობა გაიზარდა და მიაღწია 51 მლნ ლარზე მეტს. ჩვენ ვერ დავუშვებდით აღნიშნული ვალის შემდგომ ზრდას. როგორც აღვნიშნე, კომპანიასთან გვქონდა არა ერთი შეთავაზება სხვადასხვა ტიპის გრაფიკზე, გვქონდა შეხვედრებიც, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია არ თუ ვერ ახერხებს საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მისაღები გრაფიკის შემოთავაზებას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)