|
2018-09-06 12:41:13, 1134 ნახვა
სამართალი
სარალიძე: სამარცხვინოა ეს დასკნა, „ქართული ოცნება“ ჩემი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ დასკვნას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მისი შვილის მკვლელებს ხელს აფარებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, ზაზა სარალიძემ განაცხადა, კომისიამ ვერ გასცა პასუხი მთავარ შეკითხვას - ვინ მოკლა მისი 16 წლის შვილი. „სამარცხვინოა მათი ეს დასკვნა, ეს არც კი უნდა გაეფიქრებინათ იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი - ვინ მოკლა დავით სარალიძე დ არა ვინ გაღუნა დანა, რა თქმა უნდა, ვინც გაღუნა ისიც დამნაშავეა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელი შეუშალა მკვლელის დადგენას და დღეს ვღებულობთ ჩვენ იმას, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას. პროკურატურა რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას, შსს რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას? რას ელოდებიან? პრესტიჟებზე ლაპარაკობენ? ჩემს შვილს პრესტიჟი აღარ აინტერესებს, მინდა შევახსენო ბატონ მდინარაძეს, რომლიც საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება, ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ზაზა სარალიზე 10 სექტემბრიდამ აქციებს აანონსებს, მას სავარაუდოდ, პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემურლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)