|
2018-09-05 14:34:18, 1310 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: უნდა იქნეს მიღებული ისეთი ტიპის პაკეტი, რომელიც საქართველოში რუსული ფულის მოძრაობას გაართულებს
„გარკვეული ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, მათ შორის საკანონმდებლო ნაბიჯები, რომ რუსული მძლავრი პროპაგანტისტული მანქანა, რომელიც ისედაც მოქმედებს მთელი გაქანებით საქართველოში, იყოს ფრთებშეჭრილი და შეზღუდული“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიაფორმუმს, რომელიც თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ ტარდება. როგორც კაპანაძემ განაცხადა, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან მიმდინარეობს კონსულტაციები ისეთი პაკეტის მიღებაზე, რაც საქართველოში რუსული ფულის მოძრაობას გაართულებს. „ამ წუთებში მიმინარეობს ეგრეთ წოდებული მედიაფორუმი, ანუ რუსი პროპაგანდისტების შეხვედრა ქართველ კოლეგებთან, რომელიც პირდაპირ ფინანსდებიან რუსული ფულით და ეს არის ცინიკური დაცინვა საქართველოსი რუსეთის მხრიდან. სამწუხაროა, რომ ეს ხდება დღეს, 21-ე საუკუნეში, საქართველოში ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ევროპაში, დასავლეთში, ყველამ ნახა, თუ რას წარმოაგენს რუსეთი და სამწუხაროა, რომ ეს ხელისუფლება ამას უშვებს. ამიტომ მე მაქვს ერთი ასეთი წინადადება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ წინადადებას ძალიან მალე გააჟღერებს, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნას გადადგმული, მათ შორის საკანონმდებლო ნაბიჯები, იმისათვის, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში იყოს შეზღუდული და ეს მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ისედაც მოქმედებს მთელი გაქანებით საქართველოში, იყოს ფრთებშეჭრილი და შეზღუდული. იმედი მაქვს, რომ ამას საღი აზრის ფარგლებში მიუდგებით. ყველაზე მეტად დღეს არის გაძლიერებული რუსული პროპაგნადა საქათველოში. მარტო რბილ ძალაზე არ არის საუბარი, ზოგადად პოლიტიკური ძალა, მათ შორის ამ პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ ცხოვრებას იმაზე აწყობენ, რომ რუსეთში დადიან და პირდაპირ ხაზზე არიან მათთან და უნდათ რომ ეს ქვეყანა კიდევ დააბრუნონ რუსეთის კლანჭებში და გავლენის ქვეშ. მე მაქვს იმედი, რომ ამ პროცესში, რომელშიც სხვა პოლიტიკური ძალები მონაწილეობენ, ჩვენ მათთან გვქონდა უკვე გარკვეული კონსულტაციები, ბატონ შავგულიძესთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც, რომ იქნება ისეთი ტიპის პაკეტი მიღებული, რომელიც გაართულებს რუსული ფულის მოძრაობას საქართველოში და რუსული ძალის პროექციას საქართველოზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძე. ცნობისთვის, თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედია ფორუმი მიმდინარეობს. აღნიშნულის გამო, სასტუმროსთან დილიდან მოქალაქეები არიან შეკრებილი და ფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)