23:28 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 11:36:40, 1272 ნახვა

ეკონომიკა
პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას კომპანია ომნიბას ექსპრესი დაიწყებს

პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის მიზნის ოპერირებას კომპანია OMNIBAS EXPRESS იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, პირველი ოქტომბრიდან მგზავრებს  საშუალება ექნებათ ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან მეორე სატრანსპორტო კომპანიის საშუალებითაც ისარგებლონ.

,,ჩვენი პრიორიტეტია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მგზავრებისთვის. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ იმ სატრანსპორტო კომპანიებთან სერვისის გაუმჯობესებაზე, რომლებმაც ჩვენს აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის მიზნით ინტერესი გამოხატეს. ეს კომპანიებია:  ჯორჯიან ბასი, რომელიც მანამდე ექსკლუზიურად ოპერირებდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს მოემსახურება ახალი სატრანსპორტო კომპანია - ომნიბას ექსპრესი. მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას და კომფორტულად მგზავრობას ექცევა. ხარისხიან მომსახურებას კი კონკურენცია უზრუნველყოფს“, - აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 25 სექტემბრიდან  ვებ გვერდებზე www.omnibus.ge / www.omnibusexpress.ge

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics