|
2018-09-04 12:00:29, 1266 ნახვა
სამართალი
„რეგულაციების საწინააღმდეგო დემარში ხელოვანთა მხრიდან“ - თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს
თამბაქოს კონტროლის ალიანსი ბათუმის კინოფესტივალის აფიშასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ფესტივლის ორგანიზატორები „რეკლამისა“ და „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის მოთხოვნებს არღვევენ. „ბათუმის საავტორო კინოს მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://biaff.org/ge/ განთავსებულია თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, რომელიც შესაძლოა, ჩვენთვის საპატივცემულო ხელოვანთა მხრიდან თამბაქოს კონტროლის რეგულაციების საწინააღმდეგო დემარშიც იყოს. უცნობია ზუსტად რას ემსახურება ფესტივალის ორგანიზატორების, მარკეტოლოგების და სარეკლამო აფიშაზე გამოსახულ პირთა აშაკარად ცინიკური დამოკიდებულება, მაგრამ ფაქტია, სარეკლამო ბანერზე ასახული სურათი შინაარსობრივად კანონსაწინააღმდეგოა და შეესაბამება არა კინოს, ან ზოგადად სამსახიობო ხელოვნებას, არამედ თამბაქოს მოხმარების პოპულარიზაციას და მოწევის პროპაგანდას. გაურკვეველია კინოს და ზოგადად, სამსახიობო სფეროს წარმომადგენლების პროტესტის მიზეზი. რის წინააღმდეგ ილაშქრებენ, რა აღაშფოთებთ მათ? კანონის მიხედვით თამბაქოს დემონსტრირება ფილმებში არ იკრძალება. თუ კადრებში მოწევის სცენებია, მხოლოდ ფილმის ჩვენების დასაწყისში და ბოლოს სავალდებულოა მოკლე სამედიცინო გაფრთხილების გამოქვეყნება. ნუთუ ამ ტიპის რეგულაცია აღაშფოთებთ კინოს და თეატრის სფეროს წარმომადგენლებს? იმ ხალხს, ვინც საზოგადოებისთვის, მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უნდა ეწეოდეს? ნუთუ მათ მსგავსი სოციალური ვალდებულება არ აქვთ, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება გახდნენ ერთ-ერთი მკვლელი ბიზნესის, თამბაქოს ინდუსტრიის სარეკლამო იარაღი? აღნიშნულ ბანერზე ფესტივლის ორგანიზატორები არღვევენ "რეკლამისა" და "თამბაქოს კონტროლის" კანონის მოთხოვნებს. ამიტომაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ფაქტზე რეაგირების და შესაბამისი ზომების გატარების მიზნით მივმართავთ. ასევე, მოვითხოვთ ფესტივლის ორგანიზატორების განმარტებას, რას ემსახურებოდა, მათი მხრიდან ასეთი პოსტერის დემონსტრირება. გონივრული ეჭვი გვაქვს, ამ ყველაფრის უკან იდგეს თამბაქოს ინდუსტრია, რომელიც გარკვეული ღონისძიებების დაფინანსების სანაცვლოდ, სხვადასხვა საშუალებით ცდილობს თამბაქოს კონტროლის კანონის დისკრედიტაციას, რომელიც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მისაღებია და სანიმუშოდ სრულდება. ბანერის შესახებ ინფორმაცია ფესტივალის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა შეგვატყობინა კითხვით, როდის უნდა აიკრძალოს ეს „სვეცკი ქაჯობა“? მათი ასეთი მიდგომა მიანიშნებს, რომ თამბაქოს ინდუსტრია ყველას ვერ იყიდის, პროგრესის წინააღმდეგ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების გალაშქრება კი მხოლოდ ვულგარულად თვალშისაცემია“, - ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებაში.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)