|
2018-09-04 10:21:53, 964 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: წლევანდელი რთველიც წარმატებული იქნება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რთველის მიმდინარეობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში გაეცნო. ლევან დავითაშვილი სამთაწყაროელი მევენახის, ნიკოლოზ სარდალაშვილის რთველს დაესწრო, რომელიც 2 ჰექტარზე რამდენიმე ჯიშის ყურძენს აწარმოებს. როგორც თავად მევენახე აცხადებს, ბოლო წლებში მას ყურძნის რეალიზაციის პრობლემა არ შექმნია. მიმდინარე წლესაც, არასუბსიდირებული რთველის პირობებში, ის თავად შეუთანხმდა მეწარმეს ყურძნის იმ ფასზე, რომელიც მისთვის მისაღები იყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, დივერსიფიცირებული ბაზრები, გაზრდილი ღვინის ექსპორტი და საწარმოების რაოდენობა, იძლევა იმის საფუძველს, რომ რთველი ჩატარდება წარმატებულად და ორგანიზებულად. „კახეთში რთველი შეფერხებების გარეშე დაიწყო. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკა იძლევა იმის წინაპირობას, რომ რთველი-2018 ჩატარდება ორგანიზებულად და, ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი არასუბსიდირებული რთველი, წარმატებულად ჩაივლის. მეწარმეები და მევენახეები თავად შეთანხმდებიან ფასზე ყურძნის ხარისხისა და კონდიციიდან გამომდინარე“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისთვის შტაბში დარეგისტრირებულია 80 კომპანია, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. 23 ღვინის საწარმო უკვე ჩართულია რთველის პროცესში. გადამუშავებულია 5 ათასამდე ტონა ყურძენი. დედოფლისწყაროში რთველის მიმდინარეობას კახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და რეგიონალური მართვის საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსთან ანდრო ასლანიშვილთან ერთად გაეცნო.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)