|
2018-09-04 09:13:26, 3368 ნახვა
სხვადასხვა
მსოფლიო პატრიარქი: კიევის მიტროპოლიის გადასვლა მოსკოვის პატრიარქატის დაქვემდებარებაში ზეწოლის შედეგად მოხდა
"კიევის მიტროპოლიის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იძულებით და მძიმე რეალობის გამო გადავიდა" - ამის შესახებ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სინაის იერარქებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. "კონსტატინეპოლის პატრიაქატის კიევის მიტროპოლიის გადასვლა მოსკოვის პატრიარქატის დაქვემდებარებაში ზეწოლის შედეგად მოხდა. 1686 წელს მსოფლიო პატრიარქმა დიონისე მე-4 -მ და ასევე კონსტანტინეპოლის წმინდა სინოდმა, ზეწოლის შედეგად და იმის გამოც, რომ იყო რთული ისტორიული ვითარება, გამოსცეს ურთიერთგამომრიცხავი დადგენილება, რის მიხედვითაც მოსკოვის საპატრიარქოს უფლება მიეცა კიევის მიტროპოლიტის დანიშვისა. ყველა პრობლემა დაიწყო მე 14 საუკუნის დასაწყისში, როცა კიევის მიტროპლიის ტახტი, მსოფლიო საპატრიარქოს თანხმბის გარეშე გადატანილი იქნა მოსკოვში. მას შემდეგ ჩვენმა უკრაინელმა ძმებმა დაიწყეს ბრძოლა, დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ჯიუტობა გახდა დაპირისპირების საგანი, რის გამოც დღემდე იტანჯება უკრაინელი ხალხი" - განაცხადა მსოფლიოს პატრიარქმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)