|
2018-09-01 04:44:38, 2359 ნახვა
სხვადასხვა
ხაშურის ხანძარში მონაწილე მაშველები დანამატს მიიღებენ
ყველა მეხანძრე-მაშველი, ვინც ხაშურის სოფელ ცედანში, ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა ფულად დანამატს მიიღებს - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა მეხანძრეებთან შეხვედრისას განაცხადა."ეს არის სტანდარტი, რომელსაც სამსახურის შექმნის დღიდან ვნერგავთ. ყველა მეხანძრე-მაშველი, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად იმუშავებს ასეთ რთულ პირობებში, ყოველთვის იქნება დაფასებული სამსახურის მხრიდან." - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადეს " #მადლობა თავდადებული შრომისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოთ იმაზე დაფასებულები ვიდრე ხართ დღეს, გქონდეთ თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა. ამაზე მუშაობა 2018 წლის 1 იანვრიდან ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველ, ხელშესახებ შედეგებს სექტემბრიდან იხილავთ" - აღნიშნა შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა სოფელ ცედანში ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველები და სახანძრო ტექნიკა მიმდებარე ტერიტორიას ამ წუთებში ტოვებენ. პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)