|
2018-08-31 18:40:56, 1178 ნახვა
კომენტარი
შიდა ქართლის გუბერნატორი: შესაბამისმა უწყებებმა ეფექტურად იმუშავეს, რამაც საშუალება მოგვცა, ტყის მასივის დიდი ნაწილი გადაგვერჩინა
ხაშურში, სოფელ ცედანის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, ხანძრის ღია კერები აღარ შეინიშნება. შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ადგილზე რჩება და საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ჩაერთვება სამუშაოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ ჩაერთო, ხანძრის გავრცელების საფრთხის შემცირებასთან ერთად დღეს სამაშველო ღონისძიებებში მისი მონაწილეობა საჭირო აღარ არის. „ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ჩვენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან, სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან და ამ უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად ხანძრის გაჩენის პირველივე წუთებიდან ადგილზე ვიმყოფებდით და უშუალოდ ვიყავით ჩართულები ხანძრის ქრობის პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ ცოცხალმა ძალამ და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკამ იმუშავა ეფექტურად, რამაც საშუალება მოგვცა გადაგვერჩინა ტყის მასივის დიდი ნაწილი. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციულ დამუშავებას აგრძელებენ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ახალმა სახანძრო მანქანებმა პირველი ტესტი წარმატებით ჩააბარეს“, - აცხადებს ხოჯევანიშვილი. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ხანძრის ქრობის სამუშაოები ოპერატიულად განხორციელდა. „უმოკლეს დროში მოხდა მეხანძრე-მაშველებისა და ტექნიკის მობილიზება. როდესაც მე გავიგე ხანძრის გაჩენის შესახებ, ისინი უკვე მუშაობდნენ. რეგიონის გუბერნატორიც აქ ჩამოსულა მაშინვე და ახლაც ზემოთ არის ტყეში ასული როგორც ვიცი. ჩვენ ცეცხლის კერამდე არ გვიშვებენ. სხვა სამსახურების ხელმძღვანელებიც აქ არიან. კარგად იმუშავეს ერთობლივად და ახლა ცეცხლი თითქმის აღარცაა არსად,“- ამბობს სოფელ ცედანის მკვიდრი დავით გოგალაძე. ხაშურში გაჩენილი ხანძრის კერები ლოკალიზებულია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დამწვარია 10 ჰა-მდე ტყე.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)