|
2018-08-31 18:05:24, 1278 ნახვა
კომენტარი
პირს, რომელმაც ბათუმში, ლიფტში ქალს 55 ჭრილობა მიაყენა, 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
პირს, რომელმაც 27 მაისს, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ჩ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. „სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, ქალაქ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა N34-ში განთავსებული საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში, გ.ჩ.-მ, დანის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ი.ა-ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში 55 ჭრილობის სახით. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, მისი გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა გ.ჩ. 2017 წლის 02 ივნისს, ქალაქ ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნაათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)