|
2018-08-29 11:56:44, 1004 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე შავი ზღვის უნივერსიტეტზე: სტუდენტების ინტერესი სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და ეს ასეც იქნება
„ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და ეს ასეც იქნება“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საკითხს. მისი განცხადებით, აღნიშნულ თემაზე განათლების მინისტრი და მთლიანად სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს „განათლების მინისტრი და მთლიანად სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საკითხზე. მე მესმის, რომ არსებობს პროცედურები და არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. ჩემთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარია ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, რომელიც სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით შეეზღუდა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)