15:20 - 20 Aug, 2026
|
2018-08-29 11:31:35, 1064 ნახვა
სამართალი
ოკუპანტებმა თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული და მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის მისია უკვე ინფორმირებულია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები თრუსოს ხეობაში სალაშქროდ იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ გზა აებნათ, რის გამოც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდნენ. ამ დროისთვის მცხეთის პოლიციაში ტურისტების ახლობლების და ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს. დაკავებულები სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)