|
2018-08-28 17:58:32, 1770 ნახვა
პოლიტიკა
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ხვალიდან იწყება
წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) ოფიციალურად ხვალიდან იწყება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა. მან ის ძირითადი აკრძალვები და ვალდებულებები განმარტა, რაც ამ პერიოდში კანონმდებლობით არის განსაზღვრული: „არჩევნების დანიშვნის დღიდან, დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმართვას და ასევე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, ისინი ამოქმედდება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ კამპანიის წარმართვა. გარდა ამისა, კანონმდებლობით აკრძალულია იმ პირების მიერ, რომლებსაც არ ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება, მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული, ან რაიმე ფორმით დაქვემდებარებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს შეუწყობს რომელიმე კანდიდატის წარდგენას ან არჩევას. კანონმდებლობით ასევე აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოება. გარდა ამისა, აკრძალულია არა მხოლოდ სამუშაო საათებში, არამედ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროსაც, ბიუჯეტით ისეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელიც წინასწარ არ იყო დაგეგმილი. კანონმდებლობით აკრძალულია პენსიების ზრდა, შემწეობის გაზრდა, თუკი ეს მანამდე არ იყო დაგეგმილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით. ასევე, გარკვეული ვალდებულებები აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. კონკრეტულად, მათ უნდა გამოყონ ის შენობა-ნაგებობები, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის უფლება აქვს თითოეულ კანდიდატს. ეს შენობა-ნაგებობები თანაბრად უნდა იყოს გამოყენებული და შესაბამისად, თანაბრად უნდა იყოს მიწოდებული თითოეული კანდიდატისათვის“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)