|
2018-08-27 17:17:43, 1445 ნახვა
სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს შ.მ.-ს, და შ.ო.-ს, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ შ.მ.-მ 129,30 გრ. "ჰეროინი" და 0,116 გრ. „მორფინი", ხოლო შ.ო.-მ 98,89 გრ.ჰეროინი", რასაც შენიღბული სახით ინახავდნენ თავიანთ სხეულში. „გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე, რომელიც 2018 წლის 25 აგვისტოს შემოვიდა საქართველოში, სადახლოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან, იმავე დღეს დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. 2018 წლის 26 აგვისტოს შ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა), ხოლო შ.ო.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარედგინა; სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)