|
2018-08-24 02:19:34, 937 ნახვა
პოლიტიკა
ტომას ბარაიბი: "დოიჩე ბანი" საქართველოსთან თანამშრომლობით დაინტერესებულია
გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაიბიმ ქართულ მედიასთან საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოში „დოიჩე ბან"-ის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტზე, „საქართველოს რკინიგზისა" და „დოიჩე ბან"-ის თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პერსპექტივებზე. ტომას ბარაიბის განცხადებით, საქართველოს მხარესთან „დოიჩე ბანი" იწყებს თანამშრომლობას ამ მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც საქართველო, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა სხვა ქვეყნებზე გასასვლელად. მისი თქმით, საქართველოს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი ფუნქცია არა მხოლოდ სატრანსპორტო კორიდორის შექმნის, ასევე მასში შემავალ ქვეყნებს შორის დაკავშირების მიმართულებით, რაშიც „დოიჩე ბანი" ძალიან არის დაინტერესებული", - განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაიბიმ. „დოიჩე ბანი" ერთ-ერთი იმ კომპანიათა შორის, რომელთა აღმასრულებელი დირექტორებიც საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან და ქართველ საქმიან კოლეგებთან 24 აგვისტოს მრგვალ მაგიდაში მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ პირველად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და გერმანულ სარკინიგზო კომპანიას შორის 2016 წელს გაფორმდა, როდესაც „საქართველოს რკინიგზას" მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)