|
2018-08-23 13:36:05, 1316 ნახვა
სხვადასხვა
ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და აბრეშუმის მუზეუმის ფონდის წარმომადგენლებმა საარქივო მასალები შეისწავლეს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცეს. საარქივო მასალების მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნიდან საქართველოში მეაბრეშუმეობის კულტურა და ტრადიციები, სხვადასხვა სახის დაზგა-დანადგარები და აბრეშუმის ნატურალური საღებავები იყო გავრცელებული. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის დაცვა/გაძლიერებაზე, სადაც თანამედროვე და უცხოურ ჯიშებთან ერთად, დაცულია ხალხური სელექციით გამოყვანილი მე-19 საუკუნის ჯიშები. მეაბრეშუმეობა აგრარული სფეროს ერთ-ერთი წამყვანი დარგია. დარგის აღორძინების მიზნით, სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პერიოდულად, საჩუქრად გადასცემს გრენას და აბრეშუმის ჭიას ახმეტის რაიონის მოსახლეობას, სადაც მეაბრეშუმეობა აქტიურად იყო განვითარებული. დღეისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მეაბრეშუმეობის განვითარების პერსპექტივებს სწალობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)