|
2015-06-04 17:16:23, 591 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვანთა კანონსაწინაღმდეგო ქცევის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის პირველი ეტაპი იწყება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, არასრულწლოვანთა კანონსაწინაღმდეგო ქცევის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის პირველი ეტაპი იწყება. პროექტი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ჩართულობითა და ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. კვლევის მიზანია არასრულწლოვნებში კანონსაწინააღმდეგო ქცევის ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიცირება საქართველოში. კვლევის დაწყების მიზნით პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს, თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა. მასში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე განიხილეს არასრულწლოვანთა კანონსაწინააღმდეგო ქცევის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის მეთოდოლოგია და კვლევის ფარგლებში რესპონდენტთა რეკრუტირების საკითხი. პილოტურ კვლევას თბილისში განახორციელებს ACT (ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი). როგორც ცნობილია, არასრულწლოვანთა კანონსაწინაღმდეგო ქცევის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო 2014 წლის 5 დეკემბრიდან და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა არასრულწლოვნების რისკფაქტორების კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავებისთვის საჭირო მონაცემთა ნუსხა და კვლევის დიზაინის დეტალური აღწერილობა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგი უწყებებით: იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში აგრეთვე მონაწილეობენ გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლები. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა კანონსაწინაღმდეგო ქცევის ჯგუფებს მიკუთვნებულ არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება. ცენტრი კოორდინაციას უწევს ამ კატეგორიის ჯგუფებთან მომუშავე სახელმწიფო უწყებების საქმიანობას.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)